ფოტო: არქივი
სარფში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ხ.მ-ს, ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა სახეობის საათი (104 ცალი), კოსმეტიკური სახის საცხი (14 ცალი) და მობილური ტელეფონი (1 ცალი) აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,711.88 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.