უსკოს საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის განცხადებით „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგანლებმა მიმართეს. ბლოკს უმაღლესი საარჩევნო კომისია, ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში ორ დღეში დაარეგისტრირებს. საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება - „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა.“ საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა უსკოში დღეს იწურება.