ცათამბჯენების მშენებლობის  შეჩერების   მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერები გროვდება   

21 ივლისი 2019, 12:15 2263 ნახვა

„შეჩერდეს ცათამბრჯენების მშენებლობა“- ამ მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.  „დაიცავი ძველი ბულვარის“  და საზოგადოება „ბათომის’ წევრები ბათუმის მოსახლეობის ნაწილითან ერთად რივიერაზე „სილ ქროუდ ჯგუფი“-ს  მიერ  5 ცათამბრჯენის მშენებლობას კვლავ აპროტესტებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას,  ბათუმის მერიას, ქალაქი მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფისგან დაიცვან. პეტიცია  ხელმოწერებით ბათუმის საკრებულოს წარედგინება. 

ცხარე კამათისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წინააღმდეგობისა მიუხედავად, ბათუმის საკრებულომ „ბათუმი რივიერას“ პროექტი, „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიის მიერ 5  ცათამბჯენის მშენებლობის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო. ტერიტორია, სადაც იგეგმება მშენებლობა „გეოგრაფიკის“ 2006 წლის დასკვნით ქალაქის ისტორიულ ზონაში შედიოდა, თუმცა შემდგომ ახალი დაგეგმარებით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ისტორიული ზონების სიიდან ამოიღეს . 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში