საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის საკითხზე "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებთან გაფართოებული შეხვედრა იგეგმება

21 ივლისი 2019, 12:40 1246 ნახვა

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი დილიდან სამსახურშია, თუმცა პაატა სალიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით ის ჟურნალისტებს გაფართოებულ ფორმატში 14  საათისთვის უნდა შეხვდეს. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების სამ ნაწილიანი გეგმა შესთავაზეს.

„პირველი პუნქტი - მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შექმნას  გულისხმობს, მეორე - საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე  ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე მორატორიუმის   დაწესებას, მესამე  კი გულისხმობს,  არხის ახალმა  მენეჯმენტმა    აიღოს  ვალდებულება და  არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში