სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიან აჭარაში. ქოსოფელში საავტომობილო ხიდი შენდება, რომელიც ცენტრალურ გზას დააკავშირებს ოჯახებს, რომლებსაც საავტომობილო გზა არასდროს ჰქონიათ და ბაგირზე დაკიდული საცალფეხოთი გადაადგილდებოდნენ. ახალი ხიდით ისარგებლებენ მალე შუახევში სოფელ ოქროპილაურსა და დაბაძველის მცხოვრებლები. შუახევში, სოფელ ხიჭაურში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი შუახევიდან გოდერძის უღელტეხილამდე, 54-კილომეტრიან მონაკვეთზე, მთავარი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. აჭარის მაღალმთიან რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად ერთად გააცნო. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათი წინადადებებიც მოისმინეს. ვიდეო მასალას და ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.