ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარება

26 აგვისტო 2016, 00:00 2671 ნახვა

ქედაში ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილ 11 წევრიან გორგაძეების ოჯახს გამგეობამ დაბის მოსახლეობის მიერ შეგროვებული ტანსაცმელი, პირველადი დახმარების ნივთები, და საკვები პროდუქტები გადასცა. დაზარალებულები სოფელში, გამგეობის მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ ფართში გადაიყვანეს.   შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად სოფელ კუჭულაში 11 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი