IRI-ის კვლევის შედეგები

19 ივლისი 2019, 18:00 1595 ნახვა

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხეა. რუსეთთან ხელისუფლების ურთიერთობის გამო კი 40% თავს დაუცველად გრძნობს - აირაიმ კვლევის ფარგლებში 1 500 ადამიანი გამოკითხა. მათგან 66%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამერიკის რესპულიკური ინსტიტუტის მონაცემებით, ყველაზე მაღალი რეიტინგი დავით ბაქრაძეს აქვს. მას მოსდევს კახა კალაძე 49%-ით. რაც შეეხება პარტიების რეიტინგს.

არჩევნებში 26% მისცემდა ხმას  „ქართულ ოცნებას“. 22 კი ნაციონალურ მოძრაობას.კითხვაზე, რა არის საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიღწევა, გამოკითხულთა უმეტესობა პასუხობს, რომ "არაფერი".  15 პროცენტი კი მთავარ მიღწევად ჯანდაცვას ასახელებს. გამოკითხვის მიხედვით,  სასამართლოსადმი დამოკიდებულების მაჩვენებელი ინსტიტუტებს შორის ყველაზე დაბალია. ნდობის მაჩვენებლებში ლიდერობს მედია. უმუშევრობა კი ისევ მთავარ პრობლემად სახელდება.

აირაის კვლევებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აფასებენ, უმრავლესობაში კვლევებს არ ენდობიან და მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილს ასეთი დაბალი რეიტინგი ჰქონდეს, უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ კვლევა 20 ივნისის ღამის შემდეგ რომ ჩატარებულიყო, ოპოზიციური ძალების რეიტინგი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში