უმუშევრობა და სიღარიბე მოსახლეობის მთავარ პრობლემად რჩება - IRI-ის კვლევის შედეგები

19 ივლისი 2019, 13:58 4013 ნახვა

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ქვეყნის უმთავრეს პრობლემად კვლავ უმუშევრობა და ეკონომიკურ მდგომარეობა რჩება.

გამოკითხული 1500 მოქალაქიდან,  73 პროცენტი ქვეყნის უმწვავეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, რომელსაც ჩამონათვალში ცხოვრების ხარჯები (34 პროცენტი) და სიღარიბე (28 პროცენტი) მოსდევს.

წინა კვლევის შედეგების მსგავსად, გამოკითხულთა 40 პროცენტი აღნიშნავს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში არ შეცვლილა, ხოლო 49 პროცენტისათვის ფინანსური მდგომარეობა ამავე პერიოდის განმავლობაში გაუარესდა.

კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თქვენს ქალაქში / სოფელში?

მოსახლეობის- 43 პროცენტი აქაც უმუშევრობას ასახელებს, 13 %-მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა სასმელი წყალი და სიღარიბეა, 12%-ის აზრით კი მოსახლეობას დღემდე მწვავედ უდგას გზების პრობლემა.

IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი