დააკავეს კომპანიის ხელმძღვანელი, რომლის სამშენებლო ობიექტზეც 16 წლის ბიჭი დაიღუპა - შსს

19 ივლისი 2019, 09:36 2251 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.

ობიექტზე კი 16 ივლისს, ლიფტის დემონტაჟის დროს,  2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

''გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი