ევროსასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და რომ „რუსთავი 2“ ხალვაშს ეკუთვნის. ამასთან, სტრასბურგმა აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, რომლის თანახმადაც 2 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო აღსრულების მექანიზმი.
„რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში, მხოლოდ ერთ ნაწილში გაასაჩივროს. დანარჩენ შემთხვევებში, მათ შორის აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილებები გასაჩივრებას არ ექვემდებარება.