პაატა სალია ''რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ხვდება

18 ივლისი 2019, 20:42 2523 ნახვა

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ჟურნალისტებს ხვდება. არხის ჟურნალისტები გარანტიებს და ახალ კონტრაქტებს ითხოვენ, რომ მათი საქმიანობა ხელშეუხებელი იქნება. 

სალია ამბობს, რომ მათ საქმიანობას არ შეეხება. კომპანიაში გუნდის გასაცნობად მივიდა. 

''მოვედი იმისთვის რომ კომპანიის მუშაობა არ შეჩერდეს, თქვენ ისე გააგრძელებთ საქმიანობას როგორ აპირებდით. მოვედი ამ საღამოს იმისთვის, რომ ხვალ რაიმე ფინანსური პრობლემა არ იყოს'' - თქვა სალიამ. 

„თქვენს მიღმა, ჩვენ მაინც ვხედავთ ბიძინა ივანიშვილს, მის გავლენებს და მის სურვილს, მოასუფთავოს საინფორმაციო ველი “ - მიმართა პაატა იაკობიშვილმა სალიას.

საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე დაინტერესდა, რა გარანტიას აძლევს "კურიერის" გუნდს "რუსთავი2"-ის ახალ გენერალურ დირექტორი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცული იქნება.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ კომპანიაში მივიდა არსებული მდგომარეობის გასაცნობად. მისი თქმით, ქიბარ ხალვაშის დამოკიდებულება არის ის, რომ ის ნიკა გვარამიასთან ვერ ითანამშრომლებს. 

“ჟურნალისტებისთვის იქნება სტატუს-კვო”, – თქვა პაატა სალიამ.

“რამდენი ხანი?”, – ჰკითხა მას წამყვანმა ეკა კვესიტაძემ.

სალიამ თქვა, რომ დეტალებზე სხვა დროს ილაპრაკებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი