ნიკა გვარამია ''რუსთავი 2''-ის დირექტორი აღარ არის

18 ივლისი 2019, 17:35 2120 ნახვა

ნიკა გვარამია თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ის ''რუსთავი 2“-ის დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.

საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა.

შესაბამისი დოკუმენტი საჯარო რეესტრში უკვე აიტვირთა. 

დირექტორად დარეგისტრირებამდე პაატა სალიამ კომენტარი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა და თქვა, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ გეგმავს.  

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრმა რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი