სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ რამდენიმე წუთში იუსტიციის სამინისტროში, თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მინისტრმა თქვა, რომ 6 ხმით ერთი წინააღმდეგ მიღებული იქნა ორ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელითაც დადგინდა, რომ რუსთავი ორის სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. მისივე თქმით, რუსთავი ორის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელიც შეჩერების ღონისძიების გაუქმება ეხება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
შეგახსენებთ, საქართველოს წინააღმდეგ 3 სხვადასხვა საქმეზე გამოაცხადა სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება.