ნიკა გვარამია: ''სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი ​იყო, სრულად არ ვეთანხმები''

18 ივლისი 2019, 15:16 1401 ნახვა

შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება და სიკვდილ სიცოცხლის საქმე,- ასე აფასებს ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის სარჩელთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავი ორიდან წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  არხის ჟურნალისტები გადაწყვეტენ ამას, გვარამია საუბრობს საკუთარ სამუშაო კონტრაქტზე რომ 2020 წლის ბოლომდე მოქმედებს ხელშეკრულება და  კონტრაქტზე დავა ქართულ სასამართლოში შეუძლებელია,  მისი თქმით,  ეს კონტრაქტიო დაიდო სწორედ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული არც მოქმედ და არც ახალ დამფუძნებლებზე.  რაც შეეხება სტრასბურგის  გადაწყვეტილებას, იგი გასაჩირვდება სტრასბურგის დიდ პალატაში.  

ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, ხალვაშის საკუთრებაში „რუსთავი 2“ ქიბარ არ დაარეგისტრიროს იქამდე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი