„მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისაკენ, ახლა არის საგანგებო სიტუაცია“- მიხეილ სააკაშვილი

18 ივლისი 2019, 13:50 2211 ნახვა

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ მთელი ქვეყანა ჩაიგდო ხელში, ახლა კი მას "რუსთავი 2"  მიაქვს.

„მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისაკენ, ახლა არის საგანგებო სიტუაცია, ახლა არის ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება. მოდით, გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, რაღაც სხვა ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ამ საზიზღრობამ, ბოროტებამ, არ უნდა გაიმარჯვოს. ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ საქართველო ხელში არ უნდა ჩაიგდონ. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზაციას, ჩემი აზრით. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, ახლა დავსხდეთ ერთად, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე, გამარჯვებამდე, ივანიშვილის მოშორებამდე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ დაუყონებლივ რიგგარეშე არჩევნებს, დავიხსნათ მისი კლანჭებისგან სასამართლო სისტემა, -  განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილებასთან დაკავშირებით საუბრისას.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში