საქართველოს წინააღმდეგ 3 სხვადასხვა საქმეზე სტრასბურგის სასამართლო რამდენიმე წუთში, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. გადაწყვეტილებები ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეს და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ საქმეებს.
რაც შეეხება კონკრეტულად "რუსთავი 2"-ის საქმეს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, „რუსთავი 2“ სახელმწიფოსთან ევროკონვენციის 4 მუხლის დარღვევას დაობს.
საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლების, საკუთრების უფლების და გამოხატვის თავისუფლების მუხლებზე. ამასთან, სარჩელი ეხება არალეგიტიმური მიზნით კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებას.