ჟურნალისტებმა დღეს ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეს, იყო თუ არა აქციის დაშლაზე გაცემული ბრძანება მასთან შეთანხმებული? პარტიის თავმჯდომარემ კითხვას ბრიყვული უწოდა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ე.წ. გავრილოვის ღამე ერთი თვის შემდეგ მედიასთან დღეს პირველად შეაფასა. ის 20-21 ივნისის მოვლენებში დამნაშავე პირების ვინაობას ვერ ასახელებს.
ივანიშვილი არათუ საკუთარ უდანაშაულობას, არამედ ირაკლი კობახიძის და გიორგი გახარიას ბრალეულობასაც გამორიცხავს. ამბობს, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე უდანაშაულოა, ის უბრალოდ გუნდს გადაეფარა და თანამდებობა დატოვა.
რაც შეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ მან ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება თავიდან ააცილა, უფრო მეტიც, ამბობს, რომ თუ გახარია გადადგება შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ იარსებებს.