თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში ხვალ პრემიერაა

17 ივლისი 2019, 10:06 1437 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. მარიონეტულ დრამაზე რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ იმუშავა, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ჰელადოსის“ მიხედვით დაიდგმება. რეჟისორი ამბობს, რომ წარმოდგენა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ მარადიულ ღირებულებებსა და პრობლემებზე, რომელსაც  მწერალი თავის ნაწარმოებში ეხება. სპეკტაკლში ქართულ-აფხაზურ   ურთიერთობებზეა საუბარი. პრემიერა ხვალ 19 საათზე გაიმართება. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში