პროკურატურამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა - საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს, რა დროსაც საგამოძიებო უწყების ცნობით, შსს-ს თანამშრომელმა დაარღვია წესები და დაზიანება მიაყენა აქციის ორ მონაწილეს. უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე როგორც იცით დაკავებულია კიდევ ერთი სამართალდამცველი.