„გავრილოვის ღამე“- უმრავლესობამ ოპოზიციის ინიციატივა დაბლოკა

16 ივლისი 2019, 21:38 1248 ნახვა

საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაურია დილიდან - თავდაპირველად დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მოჰყვა, რომელიც უმრავლესობამ დღის წესრიგში გუშინ არ ჩასვა - საქმე ეხება 20-21 ივნისის შეფასებას და „გავრილოვის ღამის“ დაგმობას, რაც ოპოზიციის მტკიცებით პრაქტიკულად საკრებულოს მმართველმა გუნდმა დღეს არ გააკეთა.

მოვლენებს საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა, ისაუბრა იმაზე რომ ყველა დაისჯება ვინც სახელმწიფოს გადატრიალებას ცდილობდა, ამის გამო კი მირდატ ქამადაძემ სულიკო თებიძის სიტყვა 1989 წლის 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელის გამოსვლას შეადარა.

სხვათაშორის დღეს საბჭოთა გენერალ-მაიორისთვის ბათუმში მემორიალური დაფის გახსნის საკითხი გადაწყდა - ოპოზიციის კითხვა ამასაც ეხებოდა - როდის მიენიჭა, პარლამენტარ ნუკრი ბეჟანიძის მამას, მიხეილ ბეჟანიძეს გენერალ-მაიორს წოდება - 9 აპრილამდე თუ 9 აპრილის შემდეგ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი