ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტი მილიონ 710 ათასი ლარით შემოსავლების ნაწილში გაიზარდა

16 ივლისი 2019, 15:02 1046 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტი მილიონ 710 ათასი ლარით შემოსავლების ნაწილში გაიზარდა. თანხის ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტიდან ნაწილი კი აჭარის მთავრობის კაპიტალური ტრანსფერით გადმოირიცხა.

თანხის დიდი წილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. საკითხზე განხილვისას ოპოზიცია ბათუმში ბარცხანის ხიდებისა და სხვა ხიდების რეაბილიტაციით დაინტერსდა. ოპოზიციის კითხვებს ბათუმის მერმა უპასუხა. ლაშა კომახიძის თქმით ინვესტორებთან ხიდების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში