საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული ბსუ-ში

14 ივლისი 2019, 21:00 1669 ნახვა

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს. გამოიფინა ძველი ბათუმისა და საფრანგეთის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოები და  სკოლის მოსწავლეთა ნახატები. უნივერსიტეტის ბენდმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ქართული და ფრანგული მუსიკალური ნომრები ააჟღერეს. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საფრანგეთის ელჩმა მიმართა. საფრანგეთში ყოველ 14 ივლისს  ბასტილიის ციხის აღების დღეს აღნიშნავენ. ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს. დღესასწაული ტრადიციულად პარიზში ელისეს მინდვრებზე სამხედრო აღლუმით იწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი