შემცირებული რუსი ტურისტები - ზარალი და პერსპექტივები

13 ივლისი 2019, 20:00 3249 ნახვა

საქართველოში პუტინის სანქციების შედეგებს ითვლიან. უკვე 6 დღეა რუსეთიდან ფრენები შეწყდა, შესაბამისად იკლო ტურისტების რაოდენობამაც. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა,  მისივე გადაწყვეტილება აკრძალვებთან დაკავშირებით უკან წაიღო, ეს არ შეხებია ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პუტინის ბრძანებით, 8 ივლისიდან  აიკრძალა. გამომდინარე აქედან, საქართველოში რუსი დამსვენებლების ნაკლებობა ნამდვილად შეინიშნება, განსაკუთრებით ბათუმში.  

ვგულისხმობ ზღვაზე დამსვენებლების რაოდენობას. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენები იწვევს ტურისტების შემცირებას არა მარტო რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ამ ფონზე კი, ხელისუფლებისგან, ამ დრომდე მხოლოდ განცხადებების დონეზე მოვისმინეთ,  სახელმწიფოს მიერ ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის  ინიციატივა.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში