გზავნილები ბათუმიდან მოსკოვს - ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასაც ეხებოდა. ევროპელი ლიდერის თქმით ეს დისპროპორციული და უსამართლოა.
ამასთან პრეზიდენტმა, კრემლის პოზიციის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი ნამდვილად იყო დადებითი მოვლენა. საქართველოს ევროპული არჩევანი და ვაჟა-ფშაველას სიტყვებით ქართულად გადმოცემული ევროპული გზავნილი - რა ამოიკითხეს მიმართვაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრებმა? ირინე წუწუნავა მოგვიყვება.