ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა და თქვა, რომ საქართველო გახდა გამონაკლისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანა, ქომაგი ევროკავშირში გაწევრიანებისა და საერთოდ ევროკავშირისა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ღირებულებები და კულტურა ევროპულია.
„ჩვენი პოლიტიკაც ევროპული გახლავთ. ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანსა და ამოცანას და ადამიანებისა ეს რაოდენობა არ შეცვლილა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ფაქტობრივად საქართველო გახდა გარკვეული გამონაკლისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანა, ქომაგი ევროკავშირში გაწევრიანებისა და საერთოდ ევროკავშირისა. ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია იზიარებს და ხელს უწყობს ევროკავშირისაკენ სვლასა და ევროკავშირის წევრობას. ამისათვის კი არაერთი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.