ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. მონაწილეებს სიტყვით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიმართა. საერთაშორისო კონფერენციაზე დონალდ ტუსკმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი, დანგრევა იყო დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.
„დიდი პატივია მონაწილეობას ვიღებდე ამ კონფერენციაზე. არაჩვეულებრივ ქალაქ ბათუმში,სადაც ჩვენ აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს. ეს არის მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ევროპის ისტორიაშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებები აღინიშნება. 2019 წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავს, რამაც დიდი შედეგი მოიტანა ჩემი ქვეყნისთვის პოლონეთისთვის. ამავე წელს ჩვენ აღვნიშნავთ საბჭოური დომინირების კოლაფსს, რომელიც დაიწყო დემონსტრაციებით თბილისში და სხვა ქვეყნებში. პოლონეთში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები შემოდგომაზე იმ წელს და ა.შ.
გახსოვთ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო ამ ეპოქის უდიდესი შეცდომა. მე მინდა, ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა, საბჭოთა კავშირის კოლაფსი, დანგრევა იყო დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვისაც კი. ეს არის ძალიან სიმბოლური დრო, ვიმსჯელოთ, თუ რა გზა გავიარეთ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს სვლა“, – განაცხადა ტუსკმა.
ტუსკმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა,რომ შეეცდებიან შექმნან ახალი შესაძლებლობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის.
"ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა უფრო გამჭვირვალე და მჭიდრო გახდა. ჩვენ ვმუშაობთ ინვესტიციების გაზრდაზე, ენერგო უსაფრთხოებაზე, ჩვენ ხელს ვუწყობთ განათლების სისტემის განვითარებას და ველოდებით, რომ წელს მოხდება დაახლოებით 80 000 სტუდენტის გაცვლას. ერთი რამ ნათელი და მკაფიოა ჩვენ გავაგრძელებთ ინკლუზიურ ინიციატივებს 6 პარტნიორ ქვეყანასთან, გამოვიყენებთ დიფერენცირებულ მიდგომებს ყველა პარტნიორთან მიმართებაში და ვეცდებით, რომ შევქნათ ახალი შეასძლებლობებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ჩვენ აუცილებლად დავაჩქარებთ პოლიტიკურ ასოციაციებს, შევუწყობთ ხელს პოლიტიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან და ეს იყო პირველადი ამოცანა რომელიც ადრე დაისვა და დღესაც მოქმედია."