"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტებს სცემეს და კარვები დაუშალეს.
პარტიის ერთ-ერთი წევრი რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ ადგილზე ოზურგეთისა და ბათუმის "ქართული ოცნების" აქტივისტები მანქანებით მივარდნენ და სთხოვდნენ ტერიტორია დაეტოვებინათ. ფიზიკური დაპირისპირება მისივე ინფორმაციით, პოლიციამ აღკვეთა.