პუტინის განცხადებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბახტაძემ არასწორი უწოდა

10 ივლისი 2019, 11:44 2274 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ რუს ჟურნალისტებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის საკუთარი ვერსია გააცნო.

„პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ აფხაზეთის გადაყლაპვა სცადა, შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია.  1919-1920 წლებში კი, საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო''.

პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ არ დაივიწყოს "ეს, თუ უნდათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა დაალაგოს".

დღეს ჟურნალისტებმა პუტინის განცხადებაზე კომენტარი გაკეთება მამუკა ბახტაძეს სთხოვეს. პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ მსგავსი არასწორი ინტერპრეტაცია მეზობელი ქვეყნისგან პირველად არ ესმის. 

''ჩვენ სამწუხაროდ პირველად არ გვესმის მსგავსი დასკვნები, რომელიც ძალიან ხშირად ეყრდნობა არასწორ ფაქტებს, არასწორ ინტერპრეტაციებს და ეს თითოეული ადამიანისათვის, განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ძალინ ნათელია. ჩვენი ამოცანაა აქტიურად ვიმუშაოთ მსოფლიო თანამეგობრობასთან, ეს მნიშვნელოვანია'' - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა კი თქვა, რომ ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. მისივე თქმით, საქართველოს ისტორია მე-18 საუკუნიდან არ იწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში