დუმას დეპუტატებმა საქართველოსთვის ეკონომიკურ სანქციებს მხარი დაუჭირეს

09 ივლისი 2019, 14:50 3186 ნახვა

რუსეთის დუმის დეპუტატებმა, ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცეს გადახედონ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების საკითხს. 

416 დეპუტატიდან, ყველა მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ასეთი შედეგით დასრულდა კენჭისყრა. 

რუსეთის დუმა ამ ფორმით აპროტესტებს საქართველოში მოქალაქეების პროტესტს  რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. თუმცა, რუსული მედია და ხელისუფლება ამ პროტესტს რუსოფობიათ აფასებს და არა საქართველოს  ბრძოლას დამოუკიდებლობასა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. 

რუსული მედიის ცნობით, საქართველოში ანტირუსული პროვოკაციები მიმდინარეობს, სწორედ ეს გახლდათ დეპუტატების სურვილი საქართველო დასაჯონ და სპეციალური ეკონომიკური სანქციები აამოქმედონ, რაც ღვინის, მინერალური წყლებისა და გზავნილების აკრძალვას გულისხმობს. 

რუსი დეპუტატები ამბობენ, რომ რადიკალური ძალები საქართველოში დეგრადირებას ახდენენ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების.  

რუსეთის ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა სანქციებისთვის მზაობა, თუმცა მას შემდეგ რაც ბიზნესმენებს შეხვდებიან.  სანქციების შემუშავების შემდეგ, წინადადებას წარუდგენენ დასამტკიცებლად რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი