ლიანა ისაკაძის რეპეტიცია

25 აგვისტო 2016, 00:00 2663 ნახვა

27 აგვისტოდან „ღამის სერენადები“ იწყება. ფესტივალი პროექტ “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში ოთხი სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში ჩატარდება. ამ წუთებში ბათუმის სამუსიკო სკოლაში ლიანა ისაკაძის რეპეტიცია იწყება. ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი თბილისის ოპერის თეატრში 4 სექტემბერს ჩატარდება და ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მუსიკოსები და მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“, რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა. 

ამავე კატეგორიაში