სასულიერო პირები პოლიციას - მაშინ დავიშლებით ჩვენ, როცა ახალგზარდები შეწყვეტენ აქციას 

08 ივლისი 2019, 20:53 1853 ნახვა

რუსთაველის ქუჩაზე, სასულიერო პირები, რომლებიც პარლამენტის წინ არიან შეკრებილები და ლგბტ თემის აქტივობებს აპროტესტებენ, პოლიციელებთან ერთად აქციაზე თათბირობდნენ. სასულიერო პირები პოლიციელებს ეუბნებოდნენ, რომ იმ შემთხვევაში დაშლიან მათ აქციას, თუ მეორე აქცია #სირცხვილიას წევრებიც წავიდოდნენ რუსთაველის ქუჩიდან. 

სასულიერო პირების მიერ მართულ აქციაზე, რამდენჯერმე გაიჟღერა ფრაზამ, რომ ახალგაზრდები, რომლებმაც აქცია გავრილოვის ვიზიტის გამო დაიწყეს და აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ, ამერიკელების მართულია. 

მღვდელმსახურები #სირცვილიას აქციის წევრებს არ უშვებენ პარლამენტის შენობის წინ, სადაც ორ კვირაზე მეტია ისინი გახარიას წასვლას ითხოვენ და ამბობენ, რომ რუსთაველზე აქციები საერთოდ აღარ უნდა იმართებოდეს.  

"ეს უნდა შეწყდეს რუსთაველზე ქუჩაზე, არც ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და არც ისინი, შეიძლება ასეთი რაღაცეები ხდებოდეს ქალაქის ცენტრში და სულ იყოს აქციები. ეს ხალხი უნდა წაიყვანონ აქედან?

ჩვენ ვთხოვთ პოლიციას, რომ ესენი წაიყვანონ აქედან. ისინი წავიდნენ და ჩვენ წავალთ , რუსთაველზე მთავრობის წინ არავინ არ უნდა იყოს" - უთხრა ჟურნალისტებს მამა დავითმა. 

ორ აქციას შორის თბილისში პოლიციის კორდონია ჩაყენებული. უსაფრთხოების ზომების უმკაცრესი დაცვის მიუხედავად, ორი ინციდენტი დაფიქსირდა. ახალგაზრდების აქციიდან ერთ-ერთ პირს, თვითმხილველის ინფორმაციით ქამარი დარტყეს თავში.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი