ოკუპირებული ცხინვალი დღეს ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს

25 აგვისტო 2016, 00:00 2743 ნახვა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი დღეს ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს. როგორც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იტყობინება, ე.წ. საზღვრის გადაკვეთა 20 საათიდან აიკრძალება. მიზეზად უსაფრთხოების ზომების გაძლიერება სახელდება, რომელიც „რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღიარებასთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება. ადმინისტრაციული საზღვარი 27 აგვისტოს დილის 7 საათიდან გაიხსნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი