ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ

06 ივლისი 2019, 13:35 2253 ნახვა

ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ. ფილმის გადაღება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დაიწყება და მას  ქართული საპროდიუსერო კომპანია  უზრუნველყოფს.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ამბობენ, რომ აღნიშნული ფილმის საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ გადაწყვეტილება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის შედეგად მიიღეს.

მათივე ინფრომაციით,  კინომწარმოებლებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოინახულეს და საქართველოში კინოგადაღების შესაძლებლობებს გაეცნენ.

სააგენტოს მონაცემებით 5 თვეში, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 26 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 15 ფილმზე, დამატებით 11 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში