გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ აბიტურიენტების და მშობლების დაბნეულობა და გაღიზიანება გამოიწვია. დღეს უწყებამ წერილობით განმარტა, რომ ჩარიცხვებთან დაკავშირებული მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. ზუსტი მონაცემები კი ხვალ დაიდება.