ხვალ და ზეგ შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე, დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ დღის ბოლოს მოიღრუბლება და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ტემპერატურა კვლავ მაღალი +28, +30 გრადუსი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა კი 25 გრადუსი.
ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი, ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილშიც. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა კი, სანაპირო კურორტებისგან განსხვავებით უფრო მაღალი, +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.