ვქომაგობ ყველა აჭარელს - თორნიკე რიჟვაძე ქარელში აჭარიდან ჩასახლებულებზე

05 ივლისი 2019, 13:16 5054 ნახვა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქარელის ვიცე-მერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ხეობაში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების, სავარაუდო, შევიწროების ფაქტებზე ისაუბრა, თანამდებობიდან გადადგა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელმა, თორნიკე რიჟვაძეს ჰკითხა, ხომ არ უკავშირდებოდა ნუგზარ დაბრუნდაშვილის პოსტიდან წასვლა, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ქარელის მერიასთან?

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქომაგობს ყველა აჭარელს და გადაწყვეტილებებსაც ამ სულისკვეთებით მიიღბს. 

''მე მგონი ეჭვი არავის გეპარებათ, რომ ვქომაგობ ყველას, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მე როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა ვქომაგობ ყველა აჭარელს. ყველა გადაწყვეტილება ამ სულისკვეთებით არის მიღებული'' - თქვა თორნიკე რიჟვაძემ. ​

მთავრობის თავმჯდომარეს დამატებითი კითხვებისთვის დღეს აღარ უპასუხია. 

ქარელის ვიცე-მერმა, 1 ივლისს გადაცემა "ქართლის სტუდიაში" სტუმრობისას თქვა, რომ ბოლო წლებში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა. ისინი აჭარიდან იყვნენ ჩასახლებული. ერთ-ერთ მიზეზად მერიის მაღალჩინოსანი სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს. მისივე თქმით სავარაუდოდ ეკლესიებისა და მონასტრების წარმომადგენლები ადგილობრივებს არამარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი