ქობულეთი ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება - აჭარის მთავრობა

05 ივლისი 2019, 12:09 2084 ნახვა

ინფრასტრუქტურული სამუშაოები  ქობულეთში. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთი ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება.  15 ქუჩაზე რეაბილიტაცია უტარდება სანიაღვრე სისტემას და ტროტუარებს, იგება ასფალტო-ბეტონის საფარი. ათ უბანში ინფრასტრუქტურა სრულად წლის ბოლომდე განახლდება.  

დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება ქობულეთის ზღვისპირა პარკში.  უკვე დასრულდა ფიჭვნარის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჯებირს, მოეწყო სასეირნო ბილიკი და განახლდა გარე განათების სისტემა, წელს უნდა  დასრულდეს  სანაპირო ზოლზე ნაპირდამცავი კედლის აღდგენა-რეაბილიტაციაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში