ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას რიგგარეშე სხდომების ფორმატში მოუხსნიან

03 ივლისი 2019, 18:03 1362 ნახვა

ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას რიგგარეშე სხდომების ფორმატში მოუხსნიან. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე პირველ საკითხად ქუცნაშვილის საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის. პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება გასულ კვირას წარედგინა.

რეგლამენტის მიხედვით, განცხადების განხილვა შესაძლებელია შვიდი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ. იმისათვის, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდეს, საჭიროა პარლამენტმა სხდომაზე დადგენილება მიიღოს. ეს მოხდება 15 ივლისამდე თუ შემდეგ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რიგგარეშე სხდომა როდის იქნება მოწვეული. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი