ტურისტული ვიზიტები 6 თვეში 18%-ით გაიზრდა

03 ივლისი 2019, 14:18 1451 ნახვა

ტურისტული ვიზიტები 6 თვეში 18%-ით გაიზრდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. რაც  შეეხება 2018 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით  მიმდინარე წელს საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 20, 2 %-ით მეტია.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან   და სომხეთიდან განხორციელდა. ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ავსტრია, გერმანია, გაერთიანებული სამეფო,  ლატვია ,  ნიდერლანდები . 6 თვეში საქართველოში 4 მლნ- მდე საერთაშორისო  მოგზაური შემოვიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში