ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგადი უნარების გამოცდით გრძელდება. პირველი სესია რამდენიმე წუთში დასრულდება. აბიტურიენტები ამბობენ, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იყო და კარგი შეფასების იმედიც აქვთ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში 720 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, გამოცდაზე არ გამოცხადდა 37.
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ზოგადი უნარების გამოცდა ბათუმის პირველ საგამოცდო ცენტრშიც. 334 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან პირველ სესიაზე 35 არ მივიდა. სიმშვიდეა ხულოს საგამოცდო ცენტრში. აქ პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 91 აბიტურიენტიდან ისევე, როგორც ქართული ენის გამოცდაზე მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა.