20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ, აქციის დაშლის დროს დაშავებული მამაკაცი, მე-11 დღეს კომიდან გამოვიდა - ამის შესახებ აქციის მონაწილეებს გიგა მაქარაშვილმა უთხრა. ''იმედია მის გამოჯანმრთელებამდე გიორგი გახარია თანამდებობიდან წავა'' - ამბობს მაქარაშვილი.
რეგიონალური ჰოსპიტალის ექიმების განმარტებით, პაციენტი კონტაქტურია და კომუნიკაციაზე რეაგირებს.
საზოგადოებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის განცხადებით, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებული 50 წლამდე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა.
ამ ეტაპზე, სხვადასხვა კლინიკაში 5 პაციენტი მკურნალობს.
20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ, აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, ორმა მათგანმა თვალი დაკარგა.