ე.წ. ოცნების ქალაქი დაიტბორა

30 ივნისი 2019, 12:30 1304 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში, მოსახლეობის ნაწილი  დაიტბორა. ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებში  შესულმა წყალმა ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა დაუზიანა.  სახლების ნაწილში  წყალი სახურავიდანაც  ჩავიდა. მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. დასახლებაში სანიაღვრე სისტემა არ არის. ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლების თქმით, გუშინ წყლის ამოსატუმბად მისვლა „ბათუმის წყლის“ ტექნიკამ  დაიგვიანა ,რის გამოც სახლებიდან წყალი  თავიანთი ძალებით  გატუმბეს.

შპს  „ბათუმის წყალში“ განმარტეს , რომ  ბევრი გამოძახება იყო  და  სატუმბი მანქანა  თანმიმდევრობით  მიდიოდა ობიექტებზე. დაეხმარება თუ არა სახელმწიფო  ოცნების ქალაქში მცხოვრებლებს ამ ინფორმაციას უკვე მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში