ქობულეთში , სოფელ ხალაში, 72 ოჯახთან მისასვლელ გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. ამ დროისთვის გზის გაწმენდა ვერ ხერხდება. 72 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
ქობულეთის მერის ინფორმაციით, მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, სულ 5 შეტყობინება შევიდა თვითმმართველობაში, აქედან 3 ადგილზე მიწა საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა. მიწის მასამ ჩახერგა 2 სამანქანე გზა.
ფოტო რეალურ ლოკაციას არ ასახავს, აღებულია სოცილაური ქსელიდან.