პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს დიმიტრი ხუნდაძემ განცხადება გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში 6 ადამიანი განაგრძნობს მკურნალობს. მისი ინფორმაციით, ამათთაგან ერთ ერთი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის ღამეს დაშავებული სამართალდამცველები სტამბოლში დასასვენებლად გაემგზავრნენ, ინფორმაციას ისინი თურქეთში მკურნალობს. 20-21 ივნისის რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციის დარბევისას დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი და 40-მდე მედიის წარმომადგენელი. თვალი დაკარგა, ორმა მოქალაქემ.