მინისტრთა კაბინეტის შეფასება

28 ივნისი 2019, 21:10 1187 ნახვა

გამოსავალი არის სიმშვიდე - ასე ფიქრობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. თუმცა ამ სიმშვიდისთვის რას გაიღებს გუნდი პოლიტიკურად, ეს ისევ გაურკვეველია. უმრავლესობის სხვა წევრების მსგავსად წულუკიანიც ამბობს, რომ ეს ძალის ლეგიტიმური გამოყენება იყო. ფრაზებს რომ კობახიძემ აიღო პასუხისმგებლობა, რომ გახარიაა პასუხისმგებელი, რომ „ქართულ ოცნებას“ ტკივა 20 ივნისი - დღეს მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრი იმეორებდა.

ასე იყო გიორგი გახარიაც - დღესაც შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებლობაზე საუბრობდა, თუმცა რა ფორმით აიღებს ამ პასუხისმგებლობას ეს ისევ გაურკვეველია - ამბობს რომ გადადგება თუ ამის საჭიროება იქნება და თუ აქციის დაშლის საკითხში სისტემური გადაცდომები დაფიქსირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში