ქვეყანას ავარიდეთ საფრთხე - ასე გამოეხმაურა აჭარის მთვარობის თავმჯდომარე 20 ივნისის მოვლენებს. თორნიკე რიჟვაძემ განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ასევე, თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ ისაუბრა. ამბობს, რომ რუსეთმა "პრაქტიკულად ტურისტული ემბარგო დაგვადო", თუმცა ფიქრობს, რომ აჭარაში ეს ემბარგო ნაკლებად იქნება დამაზიანებელი, რადგან სხვა ბაზრებიდან შემოდიან ტურისტები.
"წინასწარ გაწერილი, სწორი სტრატეგიისა და დაგეგმარების გამო, აჭარაში ბაზარი დივერსიფიცირებულია" - ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.