გახარია კი არ უნდა გადადგეს, მას მადლობა უნდა გადაუხადონ - ფიქრობს პრემიერი

28 ივნისი 2019, 14:44 1442 ნახვა

მადლობა გადადგომის ნაცვლად - საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლო, ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარი აეცილებინა. 

''მინისტრს, ისევე როგორც შსს-ს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, ორივე უმძიმესი შედეგებით დასრულდა.

„ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი შსს, რადგან ეს იყო მათ მოვალეობა, აღეკვეთათ უმძიმესი სცენარი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა, ჩვენ და შსს-მ შეძლო, აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე მინისტრს, ისევე როგორც შსს-ს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა“, - თქვა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მამუკა ბახტაძემ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი