აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო გუშინ, 27 ივნისს შეუფარდა.
დეპუტატს გამოძიება ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას ედავება, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.