დე ფაქტო აფხაზეთმა ენგურის ხიდი ჩაკეტა - ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს

27 ივნისი 2019, 23:21 3084 ნახვა

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებული გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა - ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს. 

ინფორმაცია"ლაივპრესს" გალში მცხოვრებმა რამდენიმე რესპონდეტმა დაუდასტურა. მათი ცნობით, დღის ბოლოს ე.წ. მესაზღვრეებმა მგზავრებს განუცხადეს, რომ ხიდზე მოძრაობა უკვე აიკრძალა. თუ რა მიზეზით, მათთვის არ განუმარტავთ.

გალელებისთვის ასევე უცნობია, რა ვადით არის მათთვის ჩაკეტილი აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მიმავალი ერთადერთი გზა.

"ღამე ცხრის ნახევარზე ჩაკეტეს. თქვეს, რომ ასეთი ბრძანება გვაქვსო. არავინ იცის როდის გაიხსნება", - გვითხრა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

ხიდის ჩაკეტვას ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალები ამ თემაზე არ იციან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში.

"სამწუხაროდ, მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ჩაიკეტა. არაფერი დამატებით არ ვიცი. ვერაფერს გეტყვით, გარდა გულისტკივილისა ამის გამო", - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.

ენგურის ხიდის შესაძლო ჩაკეტვაზე რამდენიმე დღის წინ საუბრობდნენ "ლაივპრესთან" საუბარში რესპონდენტები. ფაქტს წინ უძღოდა დე ფაქტო პარლამენტის მიმართვა ე.წ. პრეზიდენტის მიმართ.

ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა 25 ივნისს მიმართა. 

ხიდის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია გავვრცელა პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში