გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

24 აგვისტო 2016, 00:00 2187 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, 25 აგვისტომდე მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ნუ ენდობიან. ციტატა განცხადებიდან: “ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ გამოქვეყნდება 25 აგვისტოსთვის. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. რა დროსაც, მცირე ხნის განმავლობაში აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ სმს-სს ნომერზე 93-333, ქულებთან ერთად დამატებით იღებდნენ დამუშავების პროცესში მყოფ ინფორმაციასაც.”-აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში